logo
ENG



კობახიძე: შეხვედრაზე "გაბედეს" და "სირცხვილიას" ბოკერია და ვაშაძე წარმოადგენდნენ

30 ნოე 201916:47
3 წუთის საკითხავი
 
yxhh7q5v91ovlob.jpg

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიცია-ხელისუფლების შეხვედრის ფორმატი საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად შემუშავდა. კობახიძის შეფასებით, შეთავაზებული ფორმატი რაციონალური იყო. ჟურნალისტების კითხვაზე - რატომ არ იყვნენ მიწვეული სამოქალაქო აქტივისტები შეხევდრაზე, კობახიძემ ასე უპასუხა: "აქტივისტების წარმომადგენლები იყვნენ ვაშაძე და ბოკერია". 

„შეხვედრის ფორმატი განვიხილეთ პარტნიორებთან. ვფიქრობთ, რომ ყველაზე რაციონალური ფორმატი იქნა შეთავაზებული. "გაბედეს" და "სირცხვილიას" წარმომადგენლები იყვნენ ვაშაძე და ბოკერია და მათ დააფიქსირეს მათი პოზიცია. ეს არის ერთი პოლიტიკური ძალა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 


close დახურვა